კომპანია

ჩვენ შესახებ

შპს „მილი“ დაარსდა 2015 წელს. მისი საქმიანობის სფეროა ლითონის მავთულის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან და წარმოება. კომპანია ახორციელებს ნაწილობრივ იმპორტირებული მავთულის რეალიზაციას საქართელოს ბაზარზე, ასევე ახორციელებს ეკალ-მავთულის, ლითონის მავთულ-ბადის, წერტილოვანი ბადის, ლურსმნის, სალესი ბადის და pvc მავთულის წარმოებას.

შპს „თერმო პლასტი“ დაარსდა 2017 წელს. მისი საქმიანობის სფეროა თბოსაიზოლაციო მასალების, კერძოდ პენოპლასტის წარმოება.

შპს „მილი ტრანსი“ დაარსდა 2016 წელს. მისი საქმიანობის სფეროა საერთაშორისო გადაზიდვები, კერძოდ: თურქეთი, რუსეთი, ყაზახეთი. შპს პრემიერი დაარსდა 2019 წელს. მისი საქმიანობაა წყლისა და გაზის სხვადასხვა დიამეტრის ბურთულიანი შედუღების ონკანების, სხვადასხვა დიამეტრის დამხშობების, მუხლების, გადამყვანების იმპორტი და რეალიზაცია. კომპანია თანამშრომლობს უკრაინული კომპანია ოლბრიზსერვისთან (breeze.ua), რომლის წარმომადგენელია საქართველოში და რუსულ კომპანია ალსოსთან (alsoarm.ru).